გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში სასურსათო მაღაზია დაიწვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში სასურსათო მაღაზია დაიწვა.  კომერციულ ობიექტს ცეცხლი 8 სექტემბერს შუაღამეს გაუჩნდა.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მისვლამდე ხანძარს ადგილობრივი მცხოვრებლები ებრძოდნენ. პროდუქტი მთლიანად განადგურდა.

გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები