გუგუტიანთკარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენმდივნის მოადგილე იმყოფებოდა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი აქვეყნებს. ფოტოები მისიის ხელმძღვანელმა ტვიტერში გამოაქვეყნა.

ერიკ ჰოგი წერს, დღეს ბელიარი ევროკავშირის სადამკვირველო მისიის ჯგუფს გუგუტიანთკარში შეუერთდა, რათა დაკვირვებოდა ,,ბორდერიზაციას" - ახალ ღობეებს, რომლებიც მოსახლეობას ორად ჰყოფს და ძირითად უფლებებს უზღუდავს.

,,ევროკავშირმა თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის განცხადებაში." - წერს ჰოგი.


XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები