გორის საკრებულოს წევრის სახლიდან დაკარგულია ოქროს საყურე
გორის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ მურალოვი qartli.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან მხოლოდ ოქროს საყურეა დაკარგული.

„საღამოს მოვიხსენი და სარკის წინ დავდე, ეგ ერთადერთი საყურეა დაკარგული. არც კარია დაზიანებული და არც ფანჯარა, საიდან შემოვიდა ქურდი არ ვიცი. 80-იან წლებში მაქვს ეგ საყურე შეძენილი და მისი ღირებულება დაახლოებით 600 ლარია,“-გვითხრა საკრებულოს წევრმა.

ცნობისთვის, ფაქტი გასულ კვირას, 5 სექტმებერს მოხდა. თამარ მურალოვის სახლი ქალაქის ცენტრში, სატალინის გამზირზე მდებარეობს.

როგორც qartli.ge-ს შსს-ში უთხრეს, საქმის გასახსნელად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფაქტს პოლიცია ქურდობის მუხლით იძიებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები