3 კანდიდატი გორიდან სკოლის საუკეთესო დირექტორის ჯილდოზე წარადგინეს
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, სკოლის საუკეთესო დირექტორის ჯილდოზე წარსადგენეად, 3 კანდიდატი წარადგინა.

მასწავლებელთა სახლში გორის მე-2, გორის მე-12 და ხურვალეთის საჯარო სკოლების დირექტორთა მონაცემებს განიხილავენ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამივე პიროვნება იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომლებსაც მასწავლებელთა სახლში ითხოვენ:

,,თანამშრომლობის კულტურა, სასკოლო კულტურა, მოტივაცია, მათი დირექტორობის პერიოდში სკოლის სასწავლო პროცესისა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, კანდიდატების სამოტივაციო წერილებიც უნდა განიხილონ" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

საუკეთესო დირექტორის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: გიორგი ბერძნიშვილი (გორის მე-2 სკოლა); რუსუდან ლომიძე (გორის მე-12 სკოლა) და იზა წიქარიძე (ხურვალეთის საჯარო სკოლა).

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციებს და ის დღემდე გრძელდება. ამის შესახებ ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს: ,,მაგ შემთხვევაში დირექტორი მართალი იყო და არის".

იხ. ამავე თემაზე:


ხურვალეთის სკოლაში დაძაბულობაა - მოქმედი პედაგოგი დირექტორის შესახებ საუბრობს

ხურვალეთის სკოლაში პედაგოგი დირექტორს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

ხურვალეთის სკოლის დირექტორმა პედსაბჭოს სხდომა მიუძღვნა მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას


1. ფოტოზე: ნანა ტერმაკოზაშვილი, რუსუდან ლომიძე და გოირგი ბერძნიშვილი
2. ფოტოზე: ნანა ტერმაკოზაშვილი და იზა წიქარიძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები