გორის ორ საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება
გორის მე-4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება, ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. იგივე პრობლემაა 1-ელ საჯარო სკოლაში.

ინფორმაცია Qartli.ge-ს გორის მერიიდან მიაწოდეს.

„მე-4 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე ვერ დასრულდება, რის გამოც სასწავლო პროცესი გადაიდო“- აცხადებს მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის შიდა რეაბილიტაციის გამო მოსწავლეებს ვერც აქ მიიღებენ.

„პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები გადავლენ მე-8 საჯარო სკოლაში. რაც შეეხება საბაზო და საშუალო კლასებს, ისინი მე-6 სკოლაში გადანაწილდებიან. ობიექტის რეაბუილიტაცია 2 თვეში დასრულდება და ბავშვები პირველ სკოლას დაუბრუნდებიან“- გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები