ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში 27-წლის ლაშა ჩოჩიშვილს ეძებენ
უკვე ერთი კვირაა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში 27-წლის ლაშა ჩოჩიშვილს ეძებენ.

მას ძმა ერთი კვირის წინ იმ დროს ესაუბრა, როდესაც თბილისიდან სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ ლაშა ჩოჩიშვილი აღარ გამოჩენილა.

ინფორმაცია ჩოჩიშვილის დაკარგვის შესახებ ახლობლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ლაშა ჩოჩიშვილი ჯარიდან ე.წ. დათხოვნაში იმყოფებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები