ქერეს სკოლა დაიკეტა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს საბაზო სკოლაში, 16 სექტემბერს, სწავლა არ დაიწყება. ამის მიზეზი ავარიული შენობაა.

60 მოსწავლე, 2019-2020 სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში ივლიან. ინფორმაცია Qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა შოთა ფილდიშვილმა მიაწოდა.

„რეგიონული განვითარების ფონდი ხარჯთაღრიცხვას ამზადებს და ველოდებით დასკვნას. ქერეს სკოლის შენობას ან რეაბილიტაცია ჩაუტარდება ან ახალი აშნდება. ეს ინფორმაცია უახლოეს დღეებში გვეცოდინება. სოფელი უკვე გაფრთხილებულია და ბავშვებმაც იციან, რომ მერეთის სკოლაში მოუწევთ სწავლა“- აცხადებს ფილდიშვილი.

ქერეს საჯარო სკოლის შესახებ მასალა Qartli.ge-ზე ჯერ კიდევ გასულ, 2018 წელს გამოქვეყნდა. საჯარო სკოლების შემოწმების შემდეგ, გორის რესურსცენტრმა დასკვნა მოამზადა. ამ დასკვნის მიხედვით, ქერეს საჯარო სკოლა სავალალო მდგომარეობაში იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები