14 მოსწავლე ხაშურიდან 100%-იანი გრანტით
ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი 14-მა სკოლადამთავრებულმა აიღო. აქედან ყველაზე მეტი 5 აბიტურიენტი ქალაქის მე-8 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

მე-8 სკოლის მოსწავლეები:

მერი ლომიძე-VIII საჯარო სკოლა, სან დიეგოს უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერია;

ნინო გიორგაძე- VIII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა,

ნინო მჭედლიშვილი - VIII საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა;

სოფიკო ღონღაძე- VIII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა;

ალექსი ქურდაძე- VIII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირება;

„გასულ წელსაც პირველები ვიყავით იმ აბიტურიენტების რაოდენობით, რომლებმაც 100%-იანი გრანტი აიღეს. ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სრული დაფინანსება 7-მა მოსწავლემ მიიღო, ჩვენი სკოლიდან 3-მა. მე-8 სკოლის მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც გაცვლით პროგრამაში იღებენ მონაწილეობას და საგაკვეთილო პროცესში თანამდეროვე მეთოდებს ნერგავენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რაიონში პირველები ვართ. მოსწავლეები ასევე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტესტირებებსა და აქტივობებში“-გვითხრა ხაშურის მე-8 სკოლის დირექტორმა მანანა ხიჩაკაძემ.

რაც შეეხება დარჩენილ აბიტურიენტებს სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება ასევე მიიღეს:

მერი გაჩეჩილაძე- VII საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირება;

ლუკა თურქაძე- VII საჯარო სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები;

ნინო გაჩეჩილაძე -ხაშურის III საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკა;

ვანო მჭედლიშვილი - ხაშურის III საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა;

მარიამ კიკნაძე- სურამის IV საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ფაკულტეტი;

მარიამ ბარბაქაძე -სურამის IV საჯარო სკოლა;

თეკლა ლომიძე - სურამის II საჯარო სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი

ლევან ლოლაძე - ალის საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი

ცისია ხაჩიძე - წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირება;
Print

სტატიის გამოყენების პირობები