ცხინვალი: ,,გამშვები პუნქტების გახსნა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება"
ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ მიეღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილმა დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა უწოდა.

„აბსოლუტურად, მიუღებელია, რაც ხდება, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არალეგიტიმური და უკანონოა. შეუძლებელია ამას ქონდეს რაიმე საბაბი, არგუმენტი. ეს პირდაპირი ზეწოლა არის მოსახლეობაზე. უბრალო ადამიანებზე, ძირითადად ახალგორის მოსახლეობაზე, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ გარწმუნებთ რომ ასევე და ძალიან მძიმედ მოქმედებს ეს ჩევნს ოს მოსახლეობაზე, ფაქტობრივად რეგიონისს სრული იზოლაცია. ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა, როდესაც ფაქტობრივად სასიცოცხლო ერთადერთი ხაზი იკეტება“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტო „რეს“-მა КГБ-ზე დაყრდნობით გაავრცელა.

მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობას და აქედან გამომდინარე, გართულებულ ოპერატიული მდგომარეობას“ ასახელებს.

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს შორის გადამკვეთი პუნქტების ფუნქციონირება „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ , - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტების გახსნა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები