სამხედრო მოსამსახურე რომელსაც 9 დღე ეძებდნენ იპოვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის მკვიდრი ლაშა ჩოჩიშვილი ჯანმრთელი და უვნებელია.

27 წლის სამხედრო მოსამსახურის კვალი ქარელი-თბილისის გზიდან დაიკარგა. მას ბოლოს ძმა ელაპარაკა, როდესაც დედაქალაქიდან შინ ბრუნდებოდა.

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლაშა ჩოჩიშვილი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნებოდა შსს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები