გორელი შშმ პირები პარაპლანზე (PHOTO)
თბილისში შშმ პირებისთვის გამართულ ,,პარაპლანი 2019"-ში, გორიდან, ოთხი შშმ პირი მონაწილეობდა. მათ შორის,  რეზო გორგაძეა.

,,ეს იყო ადრენალინიც და შიშიც. ყველაფერი ერთად ძალიან მაგარი იყო’’ - ამბობს რეზო გორგაძე.

32-წლის რეზო გორგაძე, ამჟამად, გორის კოლეჯ ,,განთიადის“ სადურგლოში ახალ პროფესიას ეუფლება. თავდაპირველად, ბუღალტრული კურსები გაიარა, შემდეგ კი, მეორე პროფესიით დაინტერესდა. ხისგან შექმნილი აქვს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები.

,,სამსახურის პარალელურად ვსწავლობ პროფესიულ კოლეში. წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ და სულ გორში მიწევს ყოფნა. გადავწყვიტე სახლში ჯდომას, მოვსულიყავი და მესწავლა ავეჯის აწყობა, გემაკეთებინა ხელნაკეთი ნივთები. ვეუფლები სადურგლო პროფესიას. ბავშვობაშიც მაინტერესებდა ხეზე მუშაობა. შარშან შევისწავლე ბუღალტერია, მოკლევადიანი კურსი იყო. შემდეგ დავინტერესდი სადურგლო პროფესიით, გავიკითხე და მომასწავლეს კოლეჯი ,,განთიადი“. - ამბობს რეზო გორგაძე.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 2010 წლის დეკემბერში ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულები დროს, ნაღმზე აფეთქდა და ქვედა კიდურები დაკარგა.

ღონისძიება ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებით და გორისა და რუსთავის მერიების თანადაფინანსებით გაიმართა, როგორც გორის მერიაში qartli.ge-ს უთხრეს მსგავსი პროექტები ჩატრადა გასულ წელსაც და მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

შშმ პირების მხარდამჭერი აქტივობები უკვე ჩატარდა ჯომარდობასა და მშვილდოსნობაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები