გორში ქვეითს მანქანა დაეჯახა
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, დაახლოებით 70-წლის ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ბარათაშვილის ძეგლთან მოხდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, ქალბატონმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები