წმინდაწყალზე ნარჩენების კონტეინერი მესამედ დაიწვა
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ნარჩენების კონტეინერი დაიწვა.

შემთხვევა დღეს, ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.


როგორც qartli.ge-ს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორმა უთხრა, იგივე ლოკაციაზე, კონტეინერის დაწვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

„შეიძლება კონტეინერს ადგილი ჩეუცვალოთ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, გორში სულ 20-მდე კონტეინერია დამწვარი,“-ამბობს გვიანიშვილი.



გორში პლასტმასის 400-ზე მეტი ურნა დგას. როგორც მერიაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, თითო კონტეინერის ღირებულება 555 ლარია. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები