ერგნეთში ხვალ მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ხვალ, 13 სექტემბერს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ qartli.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

ცნობისთვის, დე-ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ჩორჩანის და წაღვლის სიახლოვეს, ტყის მასივში ორ ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს აწყობენ.

კიდევ ერთი საგუშაგო კი ოკუპირებულ სოფელ წნელისთან აქვთ განთავსებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები