მეცნიერები კვლევების დასრულებამდე ელექტროსიგარეტის გამოყენებისგან თავის შეკავებას ითხოვენ
ინგლისური საინფორმაციო პორტალი Gulf News-ი იტყობინება რომ მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადებების რიცხვს კიდევ ერთი, ახლახანს აღმოჩენილილ ახალი ტიპის პნევმონია, სახელად ლიპოიდი, შეემატა.

დაავადება ბოლო პერიოდში გამოჩნდა და დღემდე ეპიდემიურად ვრცელდება. საფრთხის ქვეშ იმყოფება ყველა ელექტრო სიგარეტის მომხმარებელი. მისი სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, გულისრევას, პირღებინებას, ხველებასა და სიცხეს. სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს სუნთქვის უკმარისობამდე, უკიდურეს შემთხვევაში პაციენტები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.

როგორც უკვე აღინიშნა პნევმონიის გამომწვევ მიზეზად ვეიპი იგივე ელექტრო სიგარეტი სახელდება. პროდუქტი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა და მას მოიხმარენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მომხმარებლების დიდ ნაწილს კი ახალგაზრდები წარმოადგენენ.

NBC-ის (ეროვნული სამაუწყებლო კომპანია) მონაცემებით, მხოლოდ ამერიკის მაშტაბით დღემდე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 450-ზე მეტ ადამიანს, აქედან 6 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. როგორც FDA-ს (საკვებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტროლის ასოციაცია) ექსპერტები აცხადებენ, რომ დაავადება სავარაუდოდ გამოწვეულია იმ სითხეების მოხმარების შედეგად, რომლებიც იყიდება ქუჩაში, შავ ბაზარზე, უცნობია მისი მწარმოებელი და მასში შემავალი ნივთიერებები. მაგრამ დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. მეცნიერები აქტიურად იკვლევენ საკითხს და მოუწოდებენ საზოგადოებას შეწყვიტონ ყველა სახის ელექტრო სიგარეტის მოხმარება დაავადების გარშემო მიმდინარე კვლევების დასრულებასა და მიზეზის დადგენამდე.

ავტორი ნუცა არჩაია
სტუდენტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები