კასპში ვალუტის ჯიხური დააყაჩაღეს
კასპის ცენტრში ვალუტის ჯიხური დააყაჩაღეს. ოთახში, სადაც ქალი და კაცი იმყოფებოდა,  ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა.

წაღებულია თანხა, თუმცა, ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე ზუსტდება. ფაქტს კასპის შს სამმართველოს თანამშრომლები იძიებენ და საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 178-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები