გორში 20 - წლის გოგონას ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
20-წლის გოგონა, რომელიც გორის ჰოსპიტალში მსუბუქი დაზიანებით დღეს საღამოს მიიყვანეს, უკვე გაწერეს.

გორის შს სამმართველოს დეტექტივების სამსახურში გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომბინატის დასახლებაში, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა 20-წლის გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ,, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ."

რაც შეეხება 120-ე მუხლს, აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ,,ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია"
Print

სტატიის გამოყენების პირობები