ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხურვალეთში იმყოფებოდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნ იმყოფებოდა. მან საკუთარი თვალით მავთულხლართების მიღმა დარჩენილი მოსახლეობა და ორად გაყოფილი სოფელი ნახა.

მედლინ მუნის დაპირებით, ოქტომბერში მომდევნო სხდომაზე, რომელიც ლონდონში გაიმართება, ამ მტკიცებულებებს წარადგენს:

„ჩვენი საქმეა დავაკვირდეთ, დავსვათ კითხვები და წავიღოთ ეს მტკიცებულებები ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე ლონდონში, რომელიც ოქტომბერში გაიმართა. ჩვენ ამას გავაკეთებთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა უფრო ფართო გაგება შევქმნათ აქ არსებულ ვითარებაზე. აქ სირთულეების წინაშე არიან ყოველდღე და სასტიკ მოპყრობას განიცდიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები