გორში პრორუსული ორგანიზაცია ,,მეგობრობა და სამართლიანობა" დაფუძნდა
დღეს გორში ორგანიზაცია ,,მეგობრობა და სამართლიანობა" დაფუძნდა. მისი დამფუძნებელია ზურაბ მეზვრიშვილი. ოფისი ხერხეულიძის #4 ნომერში განთავსდა და მათი ძირითადი მოთხოვნაა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი.

პირველ შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მხარში დაუდგნენ ,,პატრიოტთა ალიანსს" და მის ლიდერს ირმა ინაშვილს, რომელიც 15 სექტემბერს ამერიკის სალეჩოსთან აქციის გამართვას გეგმავს.

,,მეგობრობა და სამართლიანობის" წევრები აღნიშნავენ, რომ ამ აქციაზე გორიდან 100 წევრი წავა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები