ირაკლი ანთიძე: ,,ჩვენი პოზიცია უცვლელია"
,,ჩვენი პოზიცია უცვლელია" - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ, რომელიც ერგნეთში მორიგ ტექნიკურ სხდომაზე ესწრება. მისი განცხადებით, ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე ქართული საგუშაგო კვლავაც გააგრძელებს მუშაობას:

"დღევანდელი ტექნიკური შეხვედრის თემა გახლავთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში. ჩორჩანასა და წნელისს შორის განვითარებული პროცესებს რაც შეეხება, სადაც რუსი სამხედროები მოძრაობენ, ეს არის უკანონო და დამაზიანებელი ქმედება და ჩვენი პოზიციაა, დაუყოვნებლივ შეწყდეს და დაუყოვნებლივ დატოვონ ის ტერიტორიები სადაც დღეს მიმდინარეობს უკანონო აქტივობები. იქ არის აღმართული ერთი დროშა და ერთი ეწყობა სრულიად უკანონო საგუშაგო. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს და გონივრულ ვადაში დატოვონ ტერიტორია. რაც შეეხება განცხადებას, თუკი დე-ფაქტო რეჟიმი პირდაპირ უკავშირებს ახალგორის ჩაკეტვას ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი პოზიციის დესტრუქციულობას. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი. მიუღებელია ჰუმანიტარული საკითხები დავუკავშიროთ ნებისმიერ ჩვენს უთანხმოებას. ეს ეხება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ყოველდღიურ ყოფა- ცხოვრებას" - განაცხადა ირაკლი ანთიძემ.

ამავე თემაზე:

ერგნეთში მეოთხე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს


Print

სტატიის გამოყენების პირობები