ტანას ხეობაში მდინარე ხევზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობა გადაიდო
მდინარე ტანას ხეობაში, ატენი-ხიდისთავი-ბოშურის" გზის მესამე კილომეტრზე მდებარე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საავტომობილო გზების დეპარტამენტში 11 სექტემბერს მიიღეს.

საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო ტენდერი შეწყდა. კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერის შეწყვეტა სწორედ სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის გამო მოხდა.

ხიდი მდებარეობს, როგორც აღვნიშნეთ, მდინარე ხევზე. 

,,მოკვლეული მასალების ანალიზისა და 2016 წელს ჩატარებული ხიდის გამოცდის მასალების შესწავლის საფუძველზე ვადგენთ, რომ მოცემული ხიდი ვერ აკმაყოფილებს მოძრაობის უსაფრთხოების და ტვირთამწეობის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება არსებული ხიდის ადგილზე ახალი ხიდი მშენებლობის შესახებ." - აღნიშნავს პროექტის ავტორი, რომლის საფუძველზეც ახალი ხიდის მშენებლობა დაიგეგმა.

როდის გამოცხადდება ახალი ტენერი, ჯერჯერობით, უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები