რუსეთი ეხმაურება საქართველოში მყოფი საერთაშორისო დიპლომატების განცხადებებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  საქართველოში მყოფი საერთაშორისო დიპლომატების განცხადებებს უეხმაურება. მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთს კვლავაც უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ.

"ჩვენ არ შეგვიძლია იგნორირება გავუკეთოთ იმ აგრესიულ რიტორიკას, რომლიც ჩვენ გვესმის დასავლეთის პოლიტიკოსების მხრიდან და ასევე, დასავლური მედიის მეშვეობით. ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელ კოლეგები კვლავაც გამოდიან ბრალდებით რუსეთის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ ნამდვილად შეიტანონ წვლილი ამიერკავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ, პირიქით, რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია მოხდეს." - განაცხადა მარია ზახაროვამ.

კონკრეტული ფაქტების დასახლებისას, მარია ზახაროვამ ყურადღება სამხედრო ალიანსზე გააკეთა: ,,თუ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ნახავთ, თუ როგორ აღიჭურვება საქართველო იარაღით და წევრიანდება სამხედრო ბლოკებში. ამასთანავე, ვაშინტონსა და ბრიუსელში მოტივირებულნი არიან, რომ ისაუბრონ მხოლოდ რუსეთის ოკუპაციაზე" - აღნიშნა ზახაროვამ.

ამავე თემაზე:

ოძისში საოკუპაციო ხაზი აშშ-ს და ევროპის დიპლომატებმა მოინახულეს

ფილიპ რიკერი: ,,არ დაგჭირდებათ შორს ყურება, რომ რუსეთის ძალისხმევა დაინახოთ"

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხურვალეთში იმყოფებოდა


Print

სტატიის გამოყენების პირობები