შსს: ,,კასპში სავალუტო ჯიხურის ძარცვის ფაქტი გახსნილია"
კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა სავალუტო ჯიხურის ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მეორეს ეძებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

ფაქტი გუშინ დღის საათებში მოხდა. ორი ნიღბიანი პირი ჯიხურში შეიჭრა, სადაც ქალი და მამაკაცი იმყოფებოდნენ და ფული გაიტაცეს.

პრეს-სამსახურის განმარტებით, ძარცვის ფაქტზე დაკავებული  25-წლამდე ასაკის მამაკაცია, ცნობილია ასევე მეორე პიროვნების ვინაობაც. გამოძიება 178-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები