ევროკავშირის წარმომადგენლებლობა ჩორჩანა-წნელისთან არსებულ სიტუაციის შესახებ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების: ჩორჩანასა და წნელისთან არსებული პროცესების შესახებ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობა შეშფოთებას გამოთქვამს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადეგნლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰაერცერმა განაცხადა, რომ ყველა დეტალის შესახებ ინფორმირებულია ოფიციალური ბრიუსელი. მან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების ქმედება ახალ რისკებად შეაფასა.

„შეშფოთებულები ვართ პროცესების იმ განვითარებით რაც ბოლო დღეებში ხდება. ეს ფაქტები ახალ რისკებს უქმნის სტაბილურობას, ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ გადაწყვეტილებნების მიმღებ პირებთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, იმისათვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და არ მოხდეს უფრო გამწვავება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ხდება ამ საქმეზე ოფიციალური ბრიუსელის ინფორმირება“- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები