კასპში მაღაზია დააყაჩაღეს
კასპში მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში წუხელ მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

„მუხლი 179. ყაჩაღობა ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

გუშინ კასპში კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. ორმა პირმა სავალუტო ჯიხური გაძარცვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები