ხაშურში ცხარმუხის გზაზე სპეცოპერაცია ტარდება
შს სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის ხაშურის განყოფილების თანამშრომლები უკვე ერთი საათია სპეცოპერაციას ატარებენ. სავარაუდოდ, ანტინარკოტიკული ღონისძიება დღეს საღამოს ცხრმუხის გზაზე, არტ-კაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწყო.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 45-წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც მანქანაში აღმოაჩნდა სავარაუდოდ ,,მარიხუანა" და ცეცხსასროლი იარაღი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 - ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო თოფისა),  მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) ნაწილით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები