ახალი ამბები
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება ხურვალეთში
„საპარლამენტო ასამბლეა მოვიდა აქ, რომ ნახოს, რა პრობლემები აქვთ იმ ხალხს, რომლებიც ერთ დროს საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და მეორე დღეს გაიღვიძეს და ეს მოქალაქეობა წართმეული ჰქონდათ." - განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა მედლინ მუნმა.

ის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია და ოქტომბერში, ლონდონში მოხსენებით გამოვა:

,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად მოვისმინეთ ამ ადამიანის საუბარი და მადლობას ვუხდით სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ყველაფერი, ის სირთულეები, რის წინაშეც დგას, რა ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ, სადაც ადამიანებს საკუთარი მიწები ჩამოართვეს. ჩვენი საქმეა, რომ დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები. ეს პრობლემა, სირთულეები და სისასტიკე, ეს ყველაფერი არ არის მთავრობებს შორის, არამედ ის ადამიანები აწყდებიან, რომლებიც პატიოსნად, მშვიდად ცხოვრობენ“ - აღნიშნა მედლინ მუნმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები