,,მალე წინარეხს პირდაპირ ჩემი ეზოდან დავინახავ" - კირქვის საბადო 2022 წლამდე იმუშავებს
,,მალე წინარეხს პირდაპირ ჩემი ეზოდან დავინახავ" - ასე ასათაურებს საკუთარ პოსტს სოფელ კავთისხევის მკვიდრი. მისი სახლის აივნიდან ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს კირქვის მოპოვების მოზნით, მთის ფერდობზე სამუშაოები.

სსიპ ,,წიაღის ეროვნული სააგენტოს" ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინრეხში წიაღისეულის მოპოვების ვადა 2022 წელს იწურება.

,,კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. წინარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კირქვის ჯამური მოპოვება გათვალისწინებულია 67 000 მ3-ის ოდენობით, ხორციელებს შპს "ნიკო 2015". ფ/პ ივანე მერებაშვილზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია საკუთრებაში გადაეცა შპს "ნიკო 2015"-ს." - აღნიშნულია ,,წიაღის ეროვნული სააგენტოს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები