პატრიოტთა ალიანსის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციას გორიდან პრორუსული ძალები უერთდებიან
პატრიოტთა ალიანსის მიერ, თბილისში, ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ  აქციას გორიდან პრორუსული ძალები უერთდებიან.

200-ზე მეტი ადამიანი სამარშუტო ტაქსებით ორი ლოკაციიდან დედაქალაქისკენ უკვე დაიძრა. ანტიამერიკულ აქციაში გორიდან ძირითად შემთხვევაში „სტალინის საზოგადოების“, ,,პატრიოტთა ალიანსის“ და ახლადდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობას წევრები იღებენ მონაწილეობას.

როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მიზანია სამშობლოს გადარჩენა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები