,,დიდი 10"-იანის პირველ ტურში გორის ,,ჯიქმა" თბილისის ,,ლოკომოტივი" დაამარცხა
დღეს ,,დიდი 10"-იანის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. გორის ,,ჯიქმა" ჭალის დასახლების სტადიონზე თბილისის ,,ლოკომოტივს" უმასპინძლა და გამარჯებაც მოიპოვა.

შეხვედრა 17:8 - ით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ,,ჯიქი" სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ქუთაისის ,,აიაა".

,,დიდი 10"-იანი 13 სექტემბერს დაიწყო. გორის ,,ჯიქი" 2017 წლის ტურნირის ჩემპიონია, ხოლო ,,ლოკომოტივი" - 2018 წლის ჩემპიონი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები