კასპში 87-წლის ქალის ცემის ფაქტზე 41-წლის მამაკაცი დააკავეს
კასპის შს სამმართველოს იგოეთის განყოფილების თანამშრომლებმა, 41-წლის მამაკაცი დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი, 87-წლის ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, წაუყენა.

ბრალდებულს, დღეს, გორის სასამართლოს მოსამართლემ, შალვა კაკაურიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მიხედვით, მამაკაცმა ქალს ხელი ჰკრა და წაიქცა.

ადვოკატი მარიამ ინდუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იყო განზრახ ჩადენილი ქმედება. ,,ესენი არიან თანასოფლელები, მათ ერთმანეთში არანაირი დავა არ ჰქონდათ. წარსულში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ექპსერტიზა რა თქმა უნდა ჩატარდება და დაველოდებით შედეგებს." - აღნიშნა ადვოკატმა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები