წელს გორის მუნიციპალიტეტში 1550 პირველკლასელია
წელს გორის მუნიციპალიტეტში 1550 პირველკლასელია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა ეს ციფრი გაიზარდოს, რადგან რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, მშობლებს შეფერხებები შეექმნათ.

რაც შეეხება გასულ, 2018 წელს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ერთი წლის წინ, 1570 პირველკლასელი მიიღეს. ახალი სკოლა გაიხსნა სოფელ თორტიზაში.

გორის მუნიციპალიტეტის 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 840 000 ლარი გამოყო. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმს ამ დროისთვის დახარჯული აქვს 1 516 739 ლარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში, სოფელ ქერესა და ქალაქის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები კი სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს. მიზეზი ქერეს სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„სამუშაოები უკვე დასრულდა 7 საჯარო სკოლაში - ზემო ხვითის, ახრისის, შავშვების ქალაქის მე-10 და მე-12 სკოლებშუი მოხდა სველი წერტილების რეაბილიტაცია, ატენის სკოლაში შეიცვალა კარ-ფანჯრა, გორის პირველკ საჯარო სკოლაის ეზოში მოეწყო მინი სტადიონი, ამავე სკოლაში მიმდინარეობვს სახურაბვის რეაბილიტაციაც, რომელიც 2 თვეში დასრულდება“- გვითხრეს მერიის პრეს-სამსახურში.

რაც შეეხება სკოლის შენობების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს: „მიმდინარეობს შენობის ნაწილის რეაბილიტაცია ფლავსა და გორის №1 სკოლებში, სველი წერტილების რეაბილიტაცია კირბალისა და გორის №11 საჯარო სკოლებში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია კირბალში, სახურავის რეაბილიტაცია გორის №4 საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია რეხასა და გორის №6 საჯარო სკოლებში, ეზო შემოღობვის სამუშაოები ატენში, ოთარშენში, ბეთლემსა და გორის №5 საჯარო სკოლებში, გათბობის სისტემა მოწყობა სკრასა და ძევერაში, კარ-ფანჯრების შეცვლა ზეღდულეთში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა სკრასა და ძევერაში და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები სვენეთში“-აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები