გორის ცენტრში ტანსაცმლით მოვაჭრეების წინღმდეგ პოლიცია მორიგეობს
დღეს დილიდან გურამიშვილის ქუჩაზე პოლიცია ისევ მორიგეობს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლები გარემოვაჭრეებს ტროტუარზე დგომას უკრძალავენ.

რამდენიმე დღეა სამმართველოს თანამშრომლები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე პატრულირებენ. აქ ტანსაცმლით, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები ვაჭრობენ. ასევე, ვაჭრობენ ბოშებიც.

უკანონო უკანონო გარევაჭრობა გორში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი, მხოლოდ, მაშინ თავისუფლდება, როდესაც პოლიცია მორიგეობას იწყებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები