გორის მერმა სწავლის დაწყება მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა
გორის მერმა სწავლის დაწყება მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა. მასთან ერთად, კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი იმყოფება.

მეხუთე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კაპიტალურად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის დახმარებით გარემონტდა. ამ სკოლაში 700-მდე მოსწავლე სწავლობს.

წელს გორის მუნიციპალიტეტში 1550 პირველკლასელია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა ეს ციფრი გაიზარდოს, რადგან რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, მშობლებს შეფერხებები შეექმნათ.

რაც შეეხება გასულ, 2018 წელს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ერთი წლის წინ, 1570 პირველკლასელი მიიღეს. ახალი სკოლა გაიხსნა სოფელ თორტიზაში.

გორის მუნიციპალიტეტის 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 840 000 ლარი გამოყო. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმს ამ დროისთვის დახარჯული აქვს 1 516 739 ლარი.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები