ბელოთიდან დევნილი მოსწავლე სან-დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სტუდენტი გახდა
დიანა რთველაძე – იძულებით გადაადგილებული პირი სოფელ ბელოთიდან – ჩაირიცხა სან-დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში. სწავლის დიდძალი ნაწილის საფასურს – გასაუბრების და გამოცდების შედეგების საფუძველზე – მას ყოველწლიურად სან-დიეგოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადაუხდის. ხოლო დარჩენილი გადასახადის 50%-ს გადაიხდის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

დიანა 4 წლის განმავლობაში ისწავლის ფაკულტეტზე „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ (ბაკალავრიატის პროგრამა).

რთველაძეების ოჯახი ცხოვრობს წეროვნის იძულებით გადაადგილებული პირების კომპაქტურ დასახლებაში. 4 წლით ადრე დიანამ დაიწყო ინგლისური ენის ინტენსიური შესწავლა, რათა მოხვედრილიყო სან-დიეგოს უნივერსიტეტში.

„ვიცი, რომ არ იქნება ადვილი ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლა, რადგან პროცესი მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მაგრამ მე ვემზადებოდი ამისთვის. და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ, არ დავზოგავ თავს, რომ მივიღო ხარისხიანი განათლება“, – გაუზიარა თავისი აზრები დიანამ ადმინისტრაციის განათლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები