ქერეში სკოლის დროებით დაკეტვა გააპროტესტეს
სოფელ ქერეს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სკოლის დაკეტვის ფაქტი გააპროტესტეს. მათი თქმით, ამიერიდან 60-მდე მოსაწავლეს მერეთის სკოლაში მოუწევს განათლების მიღება, რაც მათთვის მიუღებელია.

ქერელები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სკოლის სამშენებლო სამუშაობი არდადეგების დროს უნდა განეხორციელებინა.

ისინი თვლიან, რომ ყოველდღიურად 8 კილომეტრის გავლა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეების ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს. ტერმაკოზაშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის დაიწყება ქერეს სკოლის დემონტაჟი და ახალი სკოლის აშენება. 

იხ. ამავე თემაზე

ქერეს სკოლა დაიკეტა



Print

სტატიის გამოყენების პირობები