გორში 21-წლის ბიჭს ის გოგო მოჰყავს ცოლად, რომლის ცემის ბრალდებით დაიჭირეს
,,მაშ, ქორწილში ვართ დაპატიჟებული" - გვითხრა ადვოკატმა ვანო სამხარაძემ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი დასრულდა.

21-წლის ბიჭს გორის სასამართლოს მოსამართლემ  გირაო, 1500 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ახალგაზრდა მამაკაცს 20-წლის გოგონას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედება ბრალი. გორის პოლიციის თანამშრომლებმა მის მიმართ გამოძიება 13 სექტემბერს 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყეს. ახალგაზრდა გოგონა სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს, თუმცა მიმღებიდან მალე გაწერეს.

,,ეს ბიჭი და გოგონა შეყვარებულები არიან. ბიჭიც მუშაობს და გოგოც. იმ საღამოს რატომღაც ტელეფონზე ვერ დაუკავშირდა გოგონას და ამაზე მოუვიდათ კამათი. მხოლოდ თმები მოწიწკნა, სხვა რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - აცხადებს ადვოკატი ვანო სამხარაძე.

იხ. ამავე თემაზე:

გორში 20 - წლის გოგონას ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები