კასპის ზონაში ,,მასტერ ლიგის" გამარჯვებული გახდა კლუბი ,,გენერალი"
კასპში ,,მასტერ ლიგის", იგივე 7x7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ოფიციალური თამაშები დასრულდა. ფინალში კასპის ,,გენერალმა" დაამარცხა სასირეთის ,,იმედი".

,,გენერალმა" 5 გოლის გატანა შეძლო, საპასუხოდ კი, 2 გოლი მიიღო.

გუნდის წარმომადგენლის ცნობით, კასპის ზონის გამარჯვებული ფეხბურთელები შეხვდებიან გორის, ქარელის, ხაშურისა და აგარის გუნდებს. შიდა ქართლის ლიგის გამარჯვებული კი, საქართველოს თასის დასკვნით ეტაპს ითამაშებს.

,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდმა "გენერალი" ნახევარი შემადგენლობით მოახერხა კასპის ზონის მოგება." - აღნიშნავენ გუნდში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები