გორის სასამართლომ პოლიციელთან მომხდარი ჩხუბის საქმე განიხილა
გორის რაიონული სასამართლომ მოსამართლემ, ნინო გერგაულმა იმ დაკავებული მამაკაცების საქმე განიხილა, რომლებსაც გუშინ საღამოს კომბინატის დასახლებაში ჩხუბი პოლიციელთან მოუვიდათ.

გერგაულმა თითოეულ მათგანს 1000-1000 ლარი, ჯარიმის სახით, დააკისრა. 

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სამივე მამაკაცს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) და 173-ე (პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის) მუხლებით შეუდგინეს ოქმი.

qartli.ge წერდა, რომ 15 სექტემბერს საღამოს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მყოფ პოლიციის თანამშრომელს ზაზა კოპაძეს კამათი ამავე კორპუსში ქირით მცხოვრებ მამაკაცთან მოუვიდა. კოპაძის თქმით, დაპირისპირება მისმა სამსახურებრივმა მდგომარეობამ გამოიწვია, თუმცა არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ეზოში ნარდს თამაშობდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი, როგორც ზაზა კოპაძე აცხადებდა, ეზოში შეკრებილების არ აძლევდნენ.

,,ერთ-ერთი მათგანი, ვისთანაც მე კამათი მომივიდა, აქ ქირით ცხოვრობს. ნარდს ვთამაშობდით, მოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. არა მარტო მე, მთელ კორპუსს. ცოტა ხანს განიმუხტა სიტუაცია. ჩემდეგ კიდევ მოვიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად და განაგრძო შეურაცხყოფა. პირადად ჩემთვის, დანარჩენ ორ ბიჭს შეურაცხყოფა არ მოუყენებია. პოლიცია როცა მოვიდა, როგორც ვიცი, ეგ ორი ბიჭი არ აძლევდა იმ მესამის დაკავების საშუალებას და მაგიტომ წაიყვანეს პოლიციაში" - აცხადებდა ზაზა კოპაძე.

იხ. ამავე თემაზე:

,,რატომ დააკავეს გამშველებლები" - გორში პოლიციელს კორპუსის ეზოში მამაკაცი გაუსწორდა


Print

სტატიის გამოყენების პირობები