გორში დღეს აქცია გაიმართება
გორში, კინოთეატრ "გამარჯვებასთან" დღეს აქცია გაიმართება.

ამის შესახებ qartli.ge-ს ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი თქმით, გორი კვლავ უერთდება ანტისაოკუპაციო მოძრაობას და ადგილობრივი აქტივისტები 19 საათზე, 20 სექტემბრის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

,,20 ივნისს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ოკუპაციის იგნორირებამ და "გავრილოვის ღამეს" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ საზოგადოება გააერთიანა ერთი კონკრეტული გზავნილის გარშემო - #სირცხვილია
ადამიანები პროტესტს ერთნაირად მწვავედ გამოხატავდნენ როგორც ცენტრალური, ისე იმ რეგიონული მმარველობების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ პრორუსულ განცხადებებს.
20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებსა და სახელმწიფო პოლიტიკას“,-აცხადებენ ორგანიზტორები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები