აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჩორჩანას მოვლენებს ეხმაურება
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმით, რაც ჩორჩანაში ხდება“,- ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

ელიზაბედ რუდმა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვაზეც გააკეთა კომენტარი და დე-ფაქტო ხელისუფლებას პუნქტების გახსნისკენ მოუწოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე სამხრეთ ოსეთთან, განსაკუთრებით ჩორჩანაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუს და ოს მხარეს, რომ მიიღონ ყველა ის საჭირო ზომები, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა. ჩვენ ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რადგან ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები“,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები