ოსიაურთან ნაღმი იპოვეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურთან ნაღმი იპოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გამნაღმველთა ჯგუფი გამოიძახეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ნაღმი ძველი იყო, თუმცა მაინც გააუვნებელყვეს:

„ნაპოვნი იყო ძველი ნაღმი, რომლის გაუვნებელყოფა აფეთქებით მოხდა“- გვითხრეს სუს-ის პრეს-სამსახურში.

ოსიაურში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილია განთავსებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები