28-29 სექტემბერს „ხაშურქალაქობა 2019“ გაიმართება
ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „ხაშურქალაქობა 2019“ ადგილობრივ ბიუჯეტს 51 728 ლარი დაუჯდება, ინფორმაცია Qartli.ge-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურმა მიაწოდა.

„ამ თანხაში შედის ყველა ხარჯი, კონცერტი, სცენა, სტუმრების დახვედრა. ველოდებით დელეგაციას 5 ქვეყნის 7 ქალაქიდან. ამ ორი დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით“- აცხადებს ნინო სუხიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები