ახალი ამბები
,,მეუღლის წინააღმდეგ ვერ მისცა ჩვენება" - სასამართლოში გოგონამ გონება დაკარგა
დღეს, გორის სასამართლოში, დაახლოებით 30-წლამდე ასაკის გოგო ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ახლობლები, მანდატური და პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დახმარებას.

ქალმა გონება დაკარგა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ სამედიცინო ბრიგადაც მივიდა. ექიმების წინასწარი შეფასებით, გოგონას ნერვიული შოკი ჰქონდა მიღებული.

გოგონა მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც მან სასამართლო სხდომა დატოვა. ის პროცესზე დაკითხვაზე იმყოფებოდა. პროცესზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე იხილებოდა:



ფოტოზე: პროკურორი

,,მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა" - განაცხადეს სასამართლოში. სხდომიდან გამოსული ქალბატონი ჯერ სკამზე დაჯდა, შემდეგ გარეთ გასვლა სცადა, თუმცა სასამართლოს კიბეებთან ძირს დაეცა.

პროკურატურის ინფორმაციით, იმ პირის მიმართ ბრალდება, რომლის პროცესის გამო, გოგონა ცუდად გახდა, ეხება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს (ოჯახური ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით), ასევე, 236-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილს (საბრძოლო იარაღის შეძენა, შენახვა).

აღნიშნული ფაქტის გამო პროცესის მიმდინარეობა შეწყდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები