უფლისციხეში ახლადდაგებულ ორმოულებს ხელახლა ამოავსებენ
ასე გამოიყურება ორმოული, რომელიც 2019 წლის მაისში, დააგეს. 3 თვის შემდეგ, ასფალტბეტონის საფარი ისევ დაზიანებულია.

გორი-უფლისციხის გზის მონაკვეთზე, ასეთი დაზიანებული ადგილი რამდენიმეა.

გორის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ნათია მდინარიძის განმარტებით, გზა საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის და დარწმუნებულია, რომ მაისში სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას არ ჩაუტარებია.

თუმცა, qartli.ge წერდა, რომ მერიამ 2019 წლის გაზაფხულზე დაახლოებით 300 000 ლარის ფარგლებში ტენდერი, სწორედ, უფლისციხის გზის მოწესრიგების მიზნით, გამოაცხადა.

3 თვის შემდეგ, გორის მერიის შესყიდვების სამსახურმა მორიგი ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით, 40 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება პრაიმ ენერეჯისთან გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ასფალტბეტონის მსხვილმარცლოვან საფარს 5 სმ სისქეზე დააგებს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე კონტროლი გორის ვიცე-მერს ერასტი ელიჯარაშვილს ევალება.

ქვემოთ ფოტოზე: უფლისციხის ორმოულების ამოვსება 2019 წლის მაისში



იხ. ამავე თემაზე:

უფლისციხის გზაზე ,,ორმოულებს" ავსებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები