ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება პერევის გადასასვლელს კეტავს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს.

ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები