ათრევის ხეობაში გზებს ხრეშავენ
მიმდინარეობს ღვარები-ოლოზისა და ბნავისი-ქსოვრისის გზების მოსწორება-მოშანდაკება. ატენის თემში, გორის მერის წარმომადგენლის ნუგზარ მძინარაშვილის განცხადებით, საგზაო სამუშაოები სოფლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

,,ზედა ქსოვრისში 12 ოჯახი ცხოვრობს. ზამთარში დაახლოებით 6 ოჯახი რჩება. ეს ჩამოთვლილ სოფლებს შორის, ყველაზე მაღლა მდებარეობს. ცხოვრობენ წიკლაური, ხუბულურები. ადრე დიდი სოფელი იყო. ელექტროენერგია მიეწოდებათ. მანდ დევნი 2013 წელში გავიყვანეთ" - აცხადებს ნუგზარ მძინარაშვილი.

რაც შეეხება ღვარებსა და ოლოზს, ღვარებში ცხოვრობს 27 ოჯახი, ხოლო ოლოზში 40 ოჯახი.

,,ამ სოფლების ბავშვები დადიან ბნავისის საბავშვო ბაღში და სკოლაში. საბავშვო ბაღიც კაპიტალურად გარემონტებულია, სკოლაც კარგი გვაქვს. ემსახურებათ ტრანსპორტი. ეს გზა სწორედ წაადგებათ მათაც. წყლებმა და ნიაღვარმა გააფუჭა გზები." - აცხადებს ნუგზარ მძინარაშვილი.

სოფლები მდინარე ათრევას ხეობაში მდებარეობს. ათრევა მდინარე ტანას მარცხენა შენაკადია.

 


შოთა ვანიშვილის ფოტოები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები