გორის თეატრი ,,დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე" იღებს მონაწილეობას
ახალციხეში მიმდინარე ,,ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი", დღეს, ერისთავის სახელობის თეატრს მასპინძლობს. გორის თეატრი მაყურებელს ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, დავით ჩხარტიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს "სადღეგრძელოს" შესთავაზებს.

,,ფესტივალი ტრადიციულია და მას ყოველთვის მესხეთის თეატრი მასპინძლობს. საერთაშორისო სტატუსი ფესტივალმა წელს შეიძინა და მის ფარგლებში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი დასების გარდა უკრაინის, პოლონეთის, ყაზახეთის და ბელორუსის თეატრები მიიღებენ. " - აღნიშნავენ გორის თეატრის ადმინისტრაციაში.

ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი13 სექტემბერს გაიხსნა და 11 ოქტომბერს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით – „მედეა" დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები