გორში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამსახურმა უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
საქართველოს შს სამინისტრომ ტრეფიკინგის სამსახურის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის თემის რამდენიმე სოფელში უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

გვიან ღმით შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დასაკითხად სოფლიდან რამდენიმე ადამიანიც წაიყვანეს.

,,ჩვენც გადმოცემით გავიგეთ, რომ დააკავეს ყოფილი მასწავლებელი, რომელიც წლების წინ, უცხოეთიდან ჩამოვიდა და ინგლისურ ენას ასწავლიდა. ახლა 50 წლის ზევით ასაკის კაცია. ჩვენს სოფელში ასწავლიდა 10 წლის წინ, შემდეგ წავიდა ყაზახეთში, დაბრუნდა ისევ. შემდეგ რას აკეთებდა, არ ვიცი" - გვითხრეს სოფელში.

უცხოეთის მოქალაქე მაისში სკოლის ბანკეტზეც მიიწვიეს ყოფილმა მოსწავლეებმა:

,,ჩვენს სკოლაში 10 წლის წინ ასწავლიდა, მხოლოდ, 1 წელი. შემდეგ წავიდა და დაბრუნდა გორში სულ რაღაც 1 ან ორი წელია. ჩვენც გადმოცემით ვიცით, რომ დააკავეს" - აცხადებს სკოლის დირექტორი.

,,ყაზახეთში რომ წავიდა, შემდეგ ჩამოვიდა და ქალაქ გორში დაიწყო მუშაობა. ბოლოს ვიცი, რომ ქირით ცხოვრობდა გორში. დაოჯახებული არ ყოფილა, მაგრამ ნაქირავები სახლის მეპატრონეებიც დაკითხეს. ამ საქმეზე სოფლიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს დასაკითხად, რამოდენიმე დააკავეს." - ამბობს სკოლის პედაგოგი.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გარკვეულ ინფორმაციას მოგვიანებით გაგვაცნობს. თუმცა, შს სამინისტრომ მალევე ბრიფინგი ჩანიშნა, რომლის დეტალებს გაეცანით ქვემოთ ბმულზე.
იხ. გაგრძელება

 


გორსა და თბილისში ქართველი და უცხოელი მოქალაქეები დააკავეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები