სურამისა და ხაშურის ეპარქია კონცერტს გამართავს
20 სექტემბერს ხაშურში კონცერტი გაიმართება. კონცერტზე მონაწილეობას ,,გალობის უნივერსიტეტის ჯგუფი" მიიღებს.

ეპარქიის ცნობით, ღონისძიება გაიმართა იქ, სადაც ბანას ტაძრის ანალოგი ეკლესია შენდება.

„კონცერტი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ორგანიზებით იმართება. ხაშურის მუნიციპალიტეტი მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერით შემოიფარგლება, რაც სცენით, აპარატურით და სკამებით უზრუნველყოფას გულისხმობს“- აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინნო სუხიაშვილი.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები